Pages

Tuesday, October 4, 2016











დღევანდელი დღე იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ განვიხილეთ და ვისაუბრეთ ფასილიტაციის მასალებზე.ფასილიტაცია დამეხმარება მოსწავლეთა უკეთ დიფერენცირებისას.  

Thursday, September 29, 2016

პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.

Thursday, September 22, 2016

პროექტზე მუშაობისას აუცილებელია უკუკავშირი,რომელიც ამ პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ძალზე დიდი  სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უფრო აზუსტებენ ინფორმაციას,იღებენ რჩევებს.ყურადღებას ამახვილებენ დადებითზე და პასუხობენ შეკითხვებს.

Tuesday, September 20, 2016

პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელია მრავალმხრივი შეფასების მეთოდები,რომლებიც გვეხმარება უკეთ წარვმართოთ და გამოვავლინოთ მოსწავლეთა ცოდნა.ხელი შევუწყოთ მათ  მნიშვნელოვანი ცნებების გააზრებასა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში.საკითხის სიღრმისეულად შესწავლაში.ასევე პროექტის სწორად წარმართვაში

Tuesday, September 13, 2016

     პროექტი უწყობს ხელს ახალი იდეების განვითარება-განხორციელებას და სხვებისთვის გაზიარებას;
      შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულ გამოცდას ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
    ასევე  ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზისა და სინთეზის უნარს,
   პასუხისმგებლობების გაზიარებას მუშაობის პროცესში.